Wednesday, September 24, 2008

დედიკოოოო

ჩემო ლამაზოოო

როგორ ხართ..დე, ბაბუ, ბებო, ლიანა დეიდა, გოგი ბიძია, ნუნუ ბიცოლა...რავი, რაღაც ძალიან გაგვიგრძელდა სია...
იმაზე საუბარი და იმის გამეორება რომ დავიწყო, თუ როგორ მენატრებით და დე, შენ განსაკუთრებით და გამორჩეულად, არ დავიწყებ...ბებო სულ აღარ მესიზმრება...ბაბუ უფრო..ხშირად თავისი მანქანასთან ერთად..ლიანა დეიდა, გოგი ბიძია და ნუნუ ბიცოლა ხომ საერთოდ არ მეცხადებიან სიზმარში..
ჩვენსკენ ყველაფერი კარგადაა. მამა პოლიკნინიკაში რემონტს ამთავრებს, ნინოს ერთი თაყვანისმცემელი მალე ალბათ სტატუსს შეიცვლის და სიძედ მოგვევლინება..ნინა ძაან გახარებული და ბედნიერი ჩანს, თანაც ჩაფიქრებული...
ნათო და მისი ოჯახიც ძველებურადაა...ჯონიმ ოპერაცია გაიკეთა გულზე და კარგადაა..თეკლა პირველკლასელია..ვფიქრობ, შენც იჩქარე იმქვეყნად წასვლა, თორემ თეკლას შენი პედაგოგიური ხელი უნდა შევლებოდა..
მათუნას გახსოვს როგორ ეშინოდა შენი ბოლოს..ხშირად გახსენებს დე, უყვარხარ ძააან..გიორგი უკვე დიიიდია და მომავალ წელს აბარებს უმაღლეს სასწავლებელში..
ტატუნა როგორც ყოველთვის ჭკვიანად მიყვება ყველაფერს და მასაც ძალიან ენატრები..ვერ გამითავისებიაო, რომ მარინა იმქვეყნად გადასახლდაო..
დე, ყველა დაგვლოცე და წარმატებები გვისურვე..
უნდა წავიდე ახლა...ვიცი, ტყუილად გწერ ამ წერილს...შენ ისედაც ყველაფერს ხედავ და გრძნობ ჩვენთან ერთად, მაგრამ მაინც...ასე რეალურია უფრო...წერილია მაინც...
გკოცნიიიიიიიი კისერშიიი

შენი თეკლე

Friday, June 22, 2007

ჩვენი სიყვარულის ნაყოფნი

გიორგი და მათე...
მათე და გიორგი...
მიყვარხართ და შემოგწირავთ მთელს ჩემს სიცოცხლეს..

თქვენი დედიკო